ზღვის დაბინძურების ფაქტზე, რუსეთის დროშით მცურავი გემი - "SIBIRSKIY–2128 " დააკავეს
ზღვის დაბინძურების ფაქტზე, რუსეთის დროშით მცურავი გემი - "SIBIRSKIY–2128 " დააკავეს
12:18 29.08.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ზღვის დაბინძურების ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის დროშის ქვეშ მცურავი გემი - "SIBIRSKIY–2128 " დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავება ფოთის პორტის მე–9 ნავმისადგომთან, სამეურნეო ფეკალური მასის ზღვაში ჩაღვრის გამო მოხდა.

აღნიშნული გემის კაპიტნის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ვიქტორ კირიაკოვის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58–ე მე-2 პრიმა მუხლის VII ნაწილით დაიწყო.

ვიქტორ კირიაკოვს ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, ჯარიმის სახით 65 000 ლარი და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 605 ლარის ოდენობით დაეკისრა.

ბეჭდვა