უმრავლესობის წევრი კობა ხაბაზი ოპოზიციონერ გიორგი ცაგარეიშვილს შსს–ში მუშაობისა და "მაყუთის" კეთების პერიოდს ახსენებს.
"ძალიან ბევრ ადამიანს არ დავიწყნია ცაგარეიშვილის შსს–ში მუშაობის პერიოდი, მის კაბინეტში მაგიდის გამოღებული უჯრა, სადაც ადამიანებს "კულტურულად" შეეძლოთ ჩაედოთ ქრთამი. ამ დროს ცაგარეიშვილი კურირებდა განყოფილებას, რომელსაც მართვის მოწმობები და ჯარიმების ჩამოწერა ეხებოდა," – აღნიშნა "ნიუსპრესთან" საუბარში კობა ხაბაზმა.
იგი ამაზრზენს უწოდებს გიორგი ცაგარეიშვილის მიერ პარლამენტში სხვის კორუფციაზე საუბარს.
"კარგად მახსენდება მისი სულიერი მეგობრის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის – კახა თარგამაძის გამოსვლები, როდესაც ის ხალხს წესიერებასა და არაკორუმპირებულობაზე ელაპარაკებოდა, როდესაც თვითონ იყო კორუფციის მამა–მთავარი საქართველოში. ამაზრზენია, როდესაც ცაგარეიშვილი სხვის კორუფციაზე დაიწყებს ლაპარაკს," – აღნიშნა ხაბაზმა.
უმრავლესობის წევრი იმასაც ამბობს, რომ გიორგი ცაგარეიშვილი მისმა ნათელ–მირონმა ნიკა ივანიშვილმა ნათესაური კავშირის გამო თანამდებობაზე დანიშნა.
"ნათელ–მირონობის გამო ნიკა ივანიშვილმა ჯოხიანი გაიშნიკ–ინსპექტორობიდან ცაგარეიშვილი განყოფილების უფროსად გადაიყვანა, რათა მას, მათივე ლექსიკონით რომ ვთქვა, "მაყუთი" ეკეთებინა", – აღნიშნა კობა ხაბაზმა.
