მელაშვილი - საკანონმდებლო ცვლილებებით საარჩევნო გარემო დემოკრატიული ვერ გახდება
მელაშვილი - საკანონმდებლო ცვლილებებით საარჩევნო გარემო დემოკრატიული ვერ გახდება
16:31 02.03.2012
იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ინიციატივებს გაითვალისწინებს და  "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონს შეცვლის, საარჩევნო გარემო სრულიად დემოკრატიული მაინც ვერ გახდება. ამის შესახებ კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" წარმომადგენელმა, ირაკლი მელაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკური პარტიებს შორის, კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მელაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიებისთვის, გარკვეულწილად, შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს.
"თუმცა, ილუზია იმისა, რომ ამ ცვლილებებით საარჩევნო გარემო სრულიად დემოკრატიული გახდება, ჩვენ არ გვაქვს" - აღნიშნა ირაკლი მელაშვილმა.
კამპანია - "ეს შენ გეხება" საარჩევნო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა 13 თებერვალს წამოიწყეს. მისი მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. საკანონმდებლო წინადადებები სწორედ ამ საკითხებს ეხება.

ბეჭდვა