საქართველოს ეროვნული პლატფორმა წინასაარჩევნოდ შექმნილი მედიაგარემოს შესახებ განცხადებას გაავრცელებს
საქართველოს ეროვნული პლატფორმა წინასაარჩევნოდ შექმნილი მედიაგარემოს შესახებ განცხადებას გაავრცელებს
18:01 28.08.2012
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი მედიაგარემოს შესახებ ხვალ განცხადებას ბრიფინგზე გააკეთებენ.

განცხადებას მხარს უჭერს 60 არასამთავრობო ორგანიზაცია.

როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოდან აცნობეს, პლატფორმა ყურადღებას ამახვილებს მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, ასევე მედიისა და ჟურნალისტების საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა ასევე, მიმართავს ხელისუფლებას, ევროკავშირის ინსტიტუტებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, პრიორიტეტულად განიხილონ განცხადებაში გამოკვეთილი საკითხები.

ეროვნული პლატფორმა აცხადებს მზადყოფნას პროცესში ჩართულობით ხელი შეუწყოს არსებული პრობლემების გადაჭრას.

ბეჭდვა