„ახალმა მემარჯვენეებმა“ 102 წლის ზუგდიდელ ქალბატონს მარიამობა მიულოცეს
„ახალმა მემარჯვენეებმა“ 102 წლის ზუგდიდელ ქალბატონს მარიამობა მიულოცეს
17:41 28.08.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ნაჭყებიამ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მცხოვრები 102 წლის ვენერა ჯღარკავა მოინახულა და მარიამობის დღესასაწაული მიულოცა.

ნაჭყებიას თქმით, ხანდაზმულთა მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად უნდა შეიცვალოს, ხოლო მათი პენსია ღირსეული ცხოვრების საშუალებას იძლეოდეს.

„ახალი მემარჯვენეების“ პროგრამა ითვალისწინებს მინიმალური პენსიის ორმაგ ოდენობას. ამავე დროს მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმს უნდა აღემატებოდეს"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, 35 კომლი გამრიცხველიანების გარეშეა და მოსახლეობას ამის გამო პრობლემები ექმნება.

„სოფლის მოსახლეობა ერთმანეთს გადაკიდებულია იმის გამო, რომ ყოველთვე უზარმაზარი თანხის გადახდა უწევთ. მივმართავ ენერგეტიკის ახალ მინისტრს ვახტანგ ბალავაძეს, დახმარება აღმოუჩინოს სოფელს ამ პრობლემის მოგვარებაში"- განაცხადა ნაჭყებიამ.

ბეჭდვა