საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სწავლების კურსის მორიგი ეტაპი 3-დან 9 სექტემბრამდე და 11-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში განხორციელდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, უკვე დასრულებულია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების კურსი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების კურსის I ეტაპი.
სასწავლო პროგრამა საარჩევნო სისტემების განვითარების, სასწავლო პროგრამას რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი - „სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“ ერთობლივი პარტნიორობით ახორციელებენ.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სწავლებას სასწავლო ცენტრის მიერ მომზადებული ფასილიტატორები და ტრენერები ატარებენ. კურსები ძირითადად, სასწავლო დაწესებულებების შენობებში იმართება.
