ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხა
ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხა
13:44 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში კონკრეტული ნივთიერება დაასხა.

"ორი ოპოზიციის დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში, რაღაც ნივთიერება შემოიტანა და დაასხა. ხვდებით მიზანი რა არის, აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება ამას. ალბათ სასურველია, რომ 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტექნიკური შესვენება გამოაცხადა
ბეჭდვა