მექსიკაში საქართველოს ელჩი იუკატანის შტატის გუბერნატორს შეხვდა
 მექსიკაში საქართველოს ელჩი იუკატანის შტატის გუბერნატორს შეხვდა
16:30 11.12.2019
იუკატანის შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მექსიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ერისთავმა ოფიციალური შეხვედრა გამართა შტატის გუბერნატორთან მაურისიო ვილა დოსალთან.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს გულთბილი მიღებისათვის და ხაზგასმით აღნიშნა იუკატანის შტატის და მისი დედაქალაქის ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული პოტენციალის მნიშვნელობა რეგიონში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკისა და მმართველობის რეფორმების მიმართულებებით.



ბეჭდვა