საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
16:14 06.12.2019
გერმანიაში, ქალაქ მაინის ფრანკფურტში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მიწის ჰესენის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და განსახლების მინისტრის მოადგილესთან, ფილიპ ნიმერმანთან.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები, გერმანია საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობები, ასევე საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

ასევე 2020 წლისთვის კონკრეტული პროექტებიც დაიგეგმა.



ბეჭდვა