სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა,
რომელშიც ორგანული კანონით განსაზღვრული სანქციის ოდენობა 5 000 ლარს შეადგენს.
როგორც აუდიტის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, სამსახურმა ორგანული კანონით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტის - „საქართველო არ იყიდებას“ წევრების გიგა ნასარიძისა და ირაკლი ლექვინაძის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განხორციელებული არაფულადი შემოწირულების საკითხი შეისწავლა.
„საქართველო არ იყიდება"-ს მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციაში არ არის ასახული ვიდეო რგოლების სახით არაფულადი შემოწირულების მიღების ფაქტი. ასევე, არაა დეკლარირებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დაცვით“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდარღვევის საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.
