ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ბუნებრივი რესურსებით ადგილობრივები უნდა სარგებლობდნენ
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ბუნებრივი რესურსებით ადგილობრივები უნდა სარგებლობდნენ
18:30 27.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნაში არსებული ბუნებრივი რესურსებით ადგილობრივი მოსახლეობა უნდა სარგებლობდეს.

როგორც მან ამბროლაურში მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არ არსებობს სოფელი საკუთარი ბუნებრივი რესურსი რომ არ ჰქონდეს, თუმცა, მას მოვლა-პატრონობა სჭირდება.

მისივე თქმით, უამრავ განასცდელგამოვლილ კუთხეს დაცლის საფრთხე ემუქრება, რადგან ხელისუფლება მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ასეთი რესურსის პატრონია, გამოიყენებდა მას და სულ ცოტა, მშიერი და დაუსაქმებელი მაინც არ ეყოლებოდა საკუთარი ხალხი“- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში სასმელი წყალი იღვრება, თუმცა, მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგების პრობლემა აქვს.

ივანიშვილის განმარტებით, იჩეხება ტყეებიც, რომელთა დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.

„არსად იჩეხება ასე დაუნდობლად ტყე. ნადგურება უნიკალური ბუნება, საქართველოს ტყეების უდიდესი ნაწილი ხელისუფლების ნება-სურვილით გარკვეული ჯგუფშის ხელშია მოქცეული. ტყის რესურსებით ვეღარ სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა. ეს უნდა დასრულდეს, ჩვენი ტყე და ადგილ-მამული თვითონვე უნდა მოვიხმაროთ“- განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში აბსოლუტურად განსხვავებული ხელისუფლება მოვიდეს და არსებული პრობლემები გადაჭრას.

ბეჭდვა