ამბროლაურში „ქართული ოცნების“ აქცია დაიწყო
ამბროლაურში „ქართული ოცნების“ აქცია დაიწყო
18:19 27.08.2012
ამბროლაურში ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ აქცია დაიწყო.

როგორც აქციაზე გამომსვლელები აცხადებენ, დღეს არავის აქვს გვერდზე გადგომის უფლება.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განაცხადებით, რომელიც ასევე აქციის დაწყებისას სიტყვით გამოვიდა, რაჭველები ძლიერი ხალხია და მათ შეუძლიათ „ებრძოლონ ყველაფერს, რაც საბრძოლველია“.

ამ წუთებში რეგიონის მოსახლეობას ბლოკის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.

ამბროლაურში მხარდამჭერთა კოლონები ონიდან, ცაგერიდან, ლენტეხიდან და მიმდებარე სოფლებიდან ჩავიდნენ.




ბეჭდვა