ანდრია ურუშაძემ იაშვილის კლინიკაში 3 წლის პაციენტი მოინახულა
ანდრია ურუშაძემ იაშვილის კლინიკაში 3 წლის პაციენტი მოინახულა
15:33 27.08.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანდრია ურუშაძე იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვია და ქირურგიულ განყოფილებაში მოთავსებული 3 წლის პაციენტი მოინახულა.

მან პაციენტის მშობლებთან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, აღნიშნული პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით 6 წლამდე ასაკის ბავშვებს და ყველა პენსიონერს დააზღვევს, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის.

ბეჭდვა