კობა დავითაშვილი არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობოებს რეკომენდაციას აძლევს
კობა დავითაშვილი არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობოებს რეკომენდაციას აძლევს
15:28 02.03.2012
"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავთაშვილი საარჩევნო თემაზე მომუშავე არსამათვრობო ორგანიზაციებს ხელისუფებისთვის საკანონმდებლო საკითხების წარდგენის მეთოდოლოგიის შეცვლას ურჩევს.  ამის შესახებ მან კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

კობა დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ტრადიციად აქვს, შეთავაზებული კანონპროექტებიდან მეორეხარისხოვანი საკითხების ამორჩევა და მნიშვნელოვანი საკითხების უარყოფა. მან არასამთავრობოებს ურჩია ეს ფაქტორი გაითვალისწინონ, გამოყონ პირველხარისხოვანი საკითხების ნუსხა და საპარლამენტო უმრავლესობას შესთავაზონ.

"ამით ხელისუფლებას საშუალება აღარ ექნება, განაცხადოს, რომ შენიშვნების უმეტესი ნაწილი დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ვითარება მაინც არ შეიცვლება" - აღნიშნა მან.

დავითაშვილს შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გამოეხმაურა.

"არ ვფიქრობ, რომ ის საკითხები რაზეც შეიძლება შევჯერდეთ, მეორე და მესამე ხარისხოვანია. არავის "ჩათვლისთვის" ეს არ სჭირდება", - განაცხადა მან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა კი "ნიუსპრესს" განუცხადა, რომ საკანონმდებლო წინადადებებში ასახული ყველა საკითხი პრიორიტეტულია და მათი დაყოფა ვერ მოხერხდება.

კამპანია - "ეს შენ გეხება" საარჩევნო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა 13 თებერვალს წამოიწყეს. მისი მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. საკანონმდებლო წინადადებები სწორედ ამ საკითხებს ეხება.

ბეჭდვა