„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ყრილობას გამართავს და პარტიის საარჩევნო სიაც სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, დედაქალაქსა და რეგიონებში დაგეგმილ პარტიულ ყრილობებზე ლიდერები მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას გააცნობენ.
„ყრილობაზე იგეგმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გამოსვლები, რომლებიც ამომრჩეველს ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამას გააცნობენ. ლიდერები მოქალაქეებს მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ მეტი ადამიანის დასაქმებას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სოფლის გაძლიერებას“-განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, ყრილობა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი პარტიის ღონისძიებაა და ყველა ხარჯი საარჩევნო ფონდიდან დაფინანსდება.
