რუსთავის მერი დღეიდან ყოფილი პარლამენტარი ლაშა მინდელი იქნება.
მინდელი ამ თანამდებობაზე ქალაქის საკრებულომ დღეს დაამტკიცა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ მერიის პრესსამსახურში აცნობეს.
ლაშა მინდელმა ზაქარია დარჩიაშვილი შეცვალა, რომელიც გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გაგრძელებს მუშაობს.
როგორც მერიაში აცხადებენ ლაშა მინდელი არის ძირძველი რუსთაველი და ის კარგად იცნობს ქალაქის პრობლემებს.
მინდელი მერის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
