„ქართულმა ოცნებამ“ აქციის გამართვასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განაცხადი შეიტანა
„ქართულმა ოცნებამ“ აქციის გამართვასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განაცხადი შეიტანა
12:50 27.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა აქციის გამართვასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განაცხადი შეიტანეს.

ამის შესახებ „ფეისბუქზე“ კოალიციის ოფიცილურ გვერდზეა აღნიშნული.

კოალიცია აქციას ზუგდიდში 9 სექტემბერს გეგმავს. მუნიციპალიტეტის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

თავის მორიგ აქციას „ქართული ოცნება“ დღეს ამბროლაურში მართავს. კოალიციის მსგავსი ღონისძიებები საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში უკვე შედგა.

ბეჭდვა