აქციის მონაწილეთა ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა
აქციის მონაწილეთა ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა
19:28 17.11.2019
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა, ერეკლე მეორეს მოედანზე მდებარე „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა.

პარტიის ოფისთან აქციის მონაწილეების მისვლამდე სამართალდამცველები განლაგდნენ, რომლებიც აღნიშნულ პერიმეტრს იცავენ.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ოფისთან მათი აქცია ხანმოკლე იქნება, რის შემდეგაც ისინი კვლავ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

ბეჭდვა