მამუკა მდინარაძე: დეპუტატები, რომელთაც უმრავლესობა დატოვეს, გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ
მამუკა მდინარაძე: დეპუტატები, რომელთაც უმრავლესობა დატოვეს, გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ
16:45 15.11.2019
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატები,
რომელთაც უმრავლესობა დატოვეს, კვლავ პარლამენტში იქნებიან და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმიანობას გააგრძელებენ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების შესახებ სპონტანური და ემოციურ ფონზე მიღებული იყო.

ამასთან, მამუკა მდინარაძე არ აკონკრეტებს რა მიზნით იყვნენ დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის ყოფილი წევრები ან ვის შეხვდნენ ისინი.

„მე შეგნებულად არ ვისაუბრებ ამ საკითზე, ვინაიდან, ეს არის პარტიის შიდა სამზარეულო. თუმცა, შემიძლია დაგიდასტუროთ შეხვედრა, სადაც უმრავლესობის ყოფილი გუნდელები იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი იყო ხომ არ აპირებენ ისინი პოზიციების შეცვლას, თუმცა ისინი ამას არ აპირებენ“-განაცხადა მდინარაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ დილიდან დეპუტატების გარდა შეხვედრა ევროკავშირის ელჩმაც გამართა.
კარლ ჰარცელი ბიძინა ივანიშვილსა და არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.






ბეჭდვა