შაბთაი ცური: ისრაელი ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ თავდასხმებს არ დაუშვებს
შაბთაი ცური: ისრაელი ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ თავდასხმებს არ დაუშვებს
15:32 15.11.2019
ისრაელის ელჩმა საქართველოში, შაბთაი ცურმა ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.


ელჩის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,ისრაელმა სრულიად კანონიერი ქმედება განახორციელა ისლამური ჯიჰადის მეთაურის ბაჰა აბუ ალ-ათას გასანეიტრალებლად, რომლის სახელსაც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე ასობით ტერაქტი უკავშირდება.

ცნობილი იყო, რომ ისლამური ჯიჰადი მორიგ თავდასხმას გეგმავდა.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა სერიოზული დარტყმა განიცადა.

ისრაელი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ყველა საჭირო ნაბიჯს მომავალშიც გადადგამს. ისრაელი არ არის დაინტერესებული ვითარების ესკალაციით. ამასთან, იგი ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს არ დაუშვებს.

დაუსრულებელი სარაკეტო შეტევები ღაზადან ისრაელის სამხრეთის მაცხოვრებლებს გამუდმებით სტრესულ და გაუსაძლის რეალობაში ამყოფებს.

ხოლო ტერორისტული ორგანიზაციის ქმედებები, გაუხსნას ცეცხლი ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურებიდან და პალესტინელი მოქალაქეები ცოცხალ სამიზნედ გამოიყენოს, ორმაგი ომის სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ისრაელის ქმედებები ლეგიტიმურია და მას სრული უფლება აქვს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები’’ - განაცხადა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შაბთაი ცურმა ,,ნიუსპრესთან’’ საუბარში .


ბეჭდვა