ივანიშვილი ცაგერის მოსახლეობას შეხვდა
ივანიშვილი ცაგერის მოსახლეობას შეხვდა
18:40 26.08.2012
ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ცაგერის მოსახლეობას შეხვდა და მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მამუკა ჩხეტიანი წარუდგინა.

ივანიშვილმა ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ესაუბრა და ვაზის დაკარგული ჯიშების აღორძინების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ივანიშვილმა დღეს შეხვედრა ლენტეხის მოსახლეობასთანაც გამართა.

ივანიშვილი შეხვედრებს ხვალ რაჭაში გააგრძელებს - 14.00 საათზე ის ონის მოსახლეობას შეხვდება, ხოლო 18.00 საათზე ამბროლაურში აქცია გაიმართება.


ბეჭდვა