ცესკო სააჩევნო ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელს აგიტაციისაგან თავის შეკავებას ურჩევს
ცესკო სააჩევნო ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელს აგიტაციისაგან თავის შეკავებას ურჩევს
17:50 26.08.2012
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცესკო საარჩევნო სუბიექტებსა და ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრს არ აქვს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება.

შესაბამისად, როგორც ცესკო კოდექსზე დაყრდნობით განმარტავს, კომისიის წევრების მიერ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო სიმბოლოებიანი მაისურების, კეპის ან სხვა სახის ატრიბუტიკის ტარება და მითუმეტეს, ამგვარი ატრიბუტიკით კომისიის სხდომებზე დასწრება, წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს.

აღნიშნული წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით.

ბეჭდვა