პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ცაგერში ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
პოლიტიკური ოპონენტები ცაგერში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღვთისმსახურების დროს შეხვდნენ.
მსახურების დასრულების შემდეგ ტაძრიდან მრევლი წმინდანის საფლავისკენ გაემართა. მაქსიმე აღმსარებლის საფლავზე მღვდელმსახურებმა პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც ივანიშვილიც და ბაქრაძეც დაესწრნენ. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და დღევანდელი დღე მიულოცეს.
კოალიცია „ქართული ოცნება“ რაჭა-ლეჩხუმში შეხვედრებს მართავს, ხვალ კი, აბროლაურში აქციას გეგმავენ.
