„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია კრწანისში მდებარე ავარიული სახლების მაცხოვრებლებს შეხვდა.
გაბუნიამ პურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემის მოგვარების საკუთარი გეგმა გააცნო.
„მე დღეს მოვივლი იმ ქუჩებს, სადაც ავარიული სახლებია განლაგებული და დაველაპარაკები მოსახლეობას, რომ გავაცნო ჩემი გეგმა, რომლითაც მოკლე დროში და მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაიჭრება ავარიული სახლების პრობლემა კრწანისში” - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიამ კრწანისელებს „ქრისტიან-დემოკრატების” სამართლიანი ტარიფების და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პროგრამაც გააცნო.
