საგარეო უწყებაში 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრა გაიმართა
საგარეო უწყებაში 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრა გაიმართა
18:00 11.11.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს 2019-2022 წლის საგარეო

პოლიტიკური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უძღვებოდა. მასში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის, შსს-ს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულობისთვის.

მისი თქმით, გამოცდილებამ დაადასტურა, რომ უწყებათაშორისი საბჭო ნამდვილად ქმედითი ინსტრუმენტია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კოორდინირებისა და ერთიანი სამთავრობო მიდგომით განხორციელების კუთხით და იმედი გამოთქვა, რომ საბჭოს საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშისა და 2020 წლის საგარეო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად.



ბეჭდვა