დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი გახდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი გახდა
14:46 11.11.2019
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი მეზურნიშვილი აირჩიეს.

„გვქონდა მსჯელობა გუნდის შიგნით და შევჯერდით ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურაზე. გვქონდა კონსულტაციები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე - რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში, რა არის დარჩენილი გასაკეთებელი კომიტეტის შიგნით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

ირაკლი მეზურნიშვილი დღემდე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ბეგაძემ, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ბეჭდვა