მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა არიან.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიაში არიან ასევე გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ, ბულგარეთი, იაპონია და იტალია.
ზემოთაღნიშნული ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა.
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 319 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი ექსპორტის 24 პროცენტია.
ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 153 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 11 პროცენტი იყო.
მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 72 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 5 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი აღნიშნულ პერიოდში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 518 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12 პროცენტი შეადგინა.
მეორე ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 388
მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო.
მესამე ადგილზე ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფი დარჩა 152 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი იმპორტის 4 პროცენტს შეადგენს.
