ბიძინა ივანიშვილი ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობას შეხვდება
ბიძინა ივანიშვილი ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობას შეხვდება
10:02 26.08.2012
ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობას შეხვდება.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული შეხვედრები 27 აგვისტოს დაგეგმილ აქციამდე იმართება.

ბიძინა ივანიშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შეხვედრას ხვალაც გამართავს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ ლიდერი კოალიციის აქციის დაწყებამდე ონის მოსახლეობას შეხვდება.

„ქართული ოცნების“ მორიგი აქცია ხვალ რაჭაში, ამბროლაურშია დაგეგმილი.

ღონისძიება 18:00 საათზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგება.

ანალოგიური აქციები „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ოზურგეთში, მცხეთასა და რუსთავში უკვე გამართა.

ბეჭდვა