არჩილ გეგენავა კოჯრის მოსახლეობას შეხვდა
არჩილ გეგენავა კოჯრის მოსახლეობას შეხვდა
18:26 25.08.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ გეგენავა დღეს კოჯრის მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მათ კოჯორში, 19 აგვისტოს მოსული უხვი ნალექისა და სეტყვისგან დაზარალებული სახლების სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას, დედაქალაქისთვის შემოერთებული სოფლების განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრნენ.

კოჯრის შემდეგ, გიგი უგულავა და არჩილ გეგენავა ინგოროყვას ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდნენ.

მაჟორიტარობის კანდიდატის შუამდგომლობით, ინგოროყვას #3 და #4 ეზოებში მდებარე სახლებით ინვესტორი დაინტერესდა და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

დღის ბოლოს მთაწმინის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სულხან-საბას სახელობის სკვერში მთაწმინდის მოსახლეობას შეხვდა, სადაც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, დაზღვევასა და დასაქმებაზე ისაუბრა.

ბეჭდვა