თანამდებობის დატოვების შემდეგ, განათლების ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა
მადლობა გადაუხადა როგორც სამთავრობო გუნდს, ასევე სამინისტროს თანამშრომლებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიას.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთიან სამთავრობო გუნდს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ჩემს დიდ გუნდს სამინისტროში, თითოეულ თანამშრომელს, მათ გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ და რაც მთავარია, უზარმაზარია მათი როლი იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს და გაგრძელდება.
დიდი მადლობა ყველას, მასწავლებლებს, ლექტორებს, მეცნიერებსა და ექსპერტებს... დიდი მადლობა თქვენ - მედიას, იმისათვის, რომ მუდმივად აშუქებდით ჩვენს პროექტებს“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
