პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე
ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად სოფელ
ზემო მსხალგორის მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც გამყრელიძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, კლიმატური პირობების გამო ლაგოდეხში მოსავალი ორჯერ მოდის და აქ მოწეული პროდუქცია საუკეთესოა საქართველოში,მაგრამ დღეს ლაგოდეხის სოფლებსაც ისევე უჭირთ როგორც დანარჩენ სოფლებს ქვეყანაში.
გამყრელიძის თქმით, „მსხალგორელებს არ გაუმართლათ“ რომ სეტყვა გაზაფხულზე მოვიდა და არა წინასაარჩევნო პერიოდში“.
„ამ სოფლებს „არ გაუმართლა“, რომ სეტყვა გაზაფხულზე მოვიდა და არა წინასაარჩევნო პერიოდში , მივმართავთ ხელისუფლებას ზემო და ქვემო მსხალგორის მოსახლეობას სასწრაფოდ გადაუხადოს ადექვატური საკონპენსაციო თანხა , ნუ დაახარისხებს დაზარალებულ მოსახლეობას კატეგორიებად და სტიქიურ უბედურებას მხოლოდ წინასაარჩენო პიარად ნუ გადააქცევს“– განაცხადა დავით გამყრელიძემ.
მემარჯვენეების ინფორმაციით, ზემო და ქვემო მსხალგორში 31 მაისს მოსულმა სეტყვამ მთლიანად გაუნადგურა მოსახლეობას მოსავალი. მიუხედავად ზარალის აღწერისა დღემდე ამ სოფლებს არავითარი კომპენსაცია არ მიუღია.
