გამოკითხულთა 69% იმედოვნებს რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება
გამოკითხულთა 69% იმედოვნებს რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება
16:14 25.08.2012
ამერიკული ორგანიზაცია „გრინბერგ ქვინლენ როსნერის“ (GQR) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69% თვლის, რომ 2012 წლის ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

კვლევის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს მოქალაქეების 2/3-ია, რაც ივლისის მაჩვენებელთან შედარებით, 6%-ითაა გაზრდილი.

კვლევა აჩვენებს, რომ 2008 და 2010 წლების არჩევნების წინ, მხოლოდ ამომრჩეველების ნახევარი მოელოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

„გრინბერგ ქვინლენ როსნერი“ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით 2007 წლიდან ატარებს.

კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით აგვისტოს დასაწყისში ჩატარდა და 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.

ბეჭდვა