GQR-ის კვლევის თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს 46% უჭერს
GQR-ის კვლევის თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს 46% უჭერს
16:06 25.08.2012
ორგანიზაცია „გრინბერგ ქვინლენ როსნერის“ (GQR) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს ამომრჩეველთა 46% უჭერს.

კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა 24%-ს შეადგენს, ხოლო ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მხარდამჭერები - 5%-ს.

შედეგების თანახმად „ახალი მემარჯვენეებს“ მხარს 3% უჭერს, „ლეიბორისტულპარტიას“ კი 1%. ამასთან ამომრჩევლის 20%-მა ჯერ არ იცის ვის მისცემს ხმას ან პასუხზე უარს აცხადებს.

გამოკითხულთა 58% სავარაუდოდ, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

არჩევნებში მონაწილე სავარაუდო ამომრჩევლებში გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმები ამგვარი გზით ნაწილდება - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხმების 55%, ,,ქართული ოცნება“ – 33% და ქდმ იღებს 5%.

„გრინბერგ ქვინლენ როსნერი“ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით 2007 წლიდან ატარებს.

კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით აგვისტოს დასაწყისში ჩატარდა და 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.

ბეჭდვა