საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ერთდღიანი ვიზიტით ნიდერლანდების
სამეფოში გაემგზავრა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ნიდერლანდელ კოლეგა მარკ რუტეს შეხვდება, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
