ლეიბორისტების განცხადებით ივანიშვილის ქრთამი ეუთოსაც ანათებს
ლეიბორისტების განცხადებით ივანიშვილის ქრთამი ეუთოსაც ანათებს
13:37 25.08.2012
“ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი წევრის პაატა ჯიბლაძის თქმით, „კრიმინალ-ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ქრთამი არამარტო ჯოჯოხეთს, არამედ ეუთოსაც ანათებს“.

ამის შესახებ ჯიბლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით „მაშინ როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო ვითარებას ლენინიზმი უწოდა, ლეიბორისტულ პარტიას აინტერესებს თუ რატომ არ აკეთებდა ეუთო ამგვარ განცხადებას მაშინ, როდესაც შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის ტრიო მასობრივად აყალბებდა ყველა არჩევნებს და “ლეიბორისტულ პარტიას“ ხელისუფლებაში არ უშვებდა“.

“მოვითხოვთ, ამ ორგანიზაციისგან, რომ გაგვცენ პასუხი რას ფიქრობენ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე “ლეიბორისტული პარტიის“ საარჩვენო გაყალბების მსხვერპლად აღიარების შესახებ და რატომ არ გვიცხადებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში სოლიდარობას“ - განაცხადა ჯიბლაძემ და ეუთოს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ 2012 წლის არჩევნებს ობიექტური შეფასება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჩვენს ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ის „ლენინიზმის“ ნიშნებს ხედავს.


ბეჭდვა