ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ დღეს, ქვემო ქართლის
რეგიონალურ წარმომადგენლობაში გასვლითი შეხვედრა გამართა.
როგორც "ნიუსპრესს" კაციტაძემ განუცხადა, იგი საარჩევნო რეგისტრატორთა დარეგისტრირების პროცესს ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, სრულფასოვანი "კარდაკარის" პროგრამისთის კომისიას 1 300 რეგისტრატორი სჭირდება, ამ დროისთვის კი, 700-ზე მეტი კანდიდატია რეგისტრირებული.
რეგისტრატორთა რეგისტრაცია 25 თებერვლიდან "კარდაკარის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება და ის 7 მარტამდე გაგრძელდება.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრები მსგავს შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამართვენ.
