პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა
09:34 31.10.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტები მეზობელ ქვეყნებში გრძელდება.

გიორგი გახარია დღეს, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ანკარაში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.
ბეჭდვა