პოლიტიკური პარტია „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“ დღეს საბურთალოზე ცენტრალური საარჩევნო შტაბის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა, ცენტრალური შტაბი ცაგარელის ქუჩაზე განთავსდა.
ბაღათურიას თქმით, სულ საბურთალოს რაიონში, სადაც ის თავად არის მაჟორიტარობის კანდიდატი, 4 საარჩევნო შტაბი იფუნქციონირებს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, პარტიას 53 საარჩევნო შტაბი ექნება.
22 აგვისტოს „ქართულმა დასმა“ და პარტიამ „განახლებული საქართველოსთვის" საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ძალით გამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთეს. კერძოდ, ცესკოს მიერ პარტიის „განახლებული საქართველოსთვის“ რეგისტრაციიდან მოხსნის გამო, მისი წევრები არჩევნებში „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის“ სახელით იყრიან კენჭს.
