ვიქტორ დოლიძე სასტუმრო „კოლხეთში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
ვიქტორ დოლიძე სასტუმრო „კოლხეთში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
19:28 24.08.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე სასტუმრო „კოლხეთში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის პრესსამსახურიდან აცნობეს, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მაჟორიტარობის კანდიდატთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობასთან ერთად, იმ გაუსაძლის საყოფაცხოვრებო და სოციალურ პრობლემებზე ისაუბრეს, რა გარემოშიც სასტუმრო „კოლხეთში“ უწევთ ცხოვრება.

„მე აქ პირველად არ მოვსულვარ, კარგად ვიცი მათი პრობლმები, მახრჩობელა კომუნალური ტარიფების გამო გაუსაძლისია მათი ყოფა. სახელმწიფო ხომ სასაცილო დახმარებას აძლევს ყოველთვიურად. 22 ლარით არ შეიძლება იცხოვროს საქართველოში ადამიანმა. ყველაზე ცუდ დღეში დღეს ხელისუფლებას დევნილები ჰყავს“-განაცხადა დოლიძემ და მოსახლეობას დაპირდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ მათ ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

ბეჭდვა