მამუკა მდინარაძე: საარჩევნო შედეგები დამოკიდებულია სიმართლეზე, იმ სიმართლეზე, რომელიც არ იძლევა ორგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას
მამუკა მდინარაძე: საარჩევნო შედეგები დამოკიდებულია სიმართლეზე, იმ სიმართლეზე, რომელიც არ იძლევა ორგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას
19:01 29.10.2019
"სამწუხაროა, რომ ოპოზიციიდან კვლავ ისმის "გაყალბებული სტატისტიკა", "გაყალბებული არგუმენტები",- განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.


მან სხვადასხვა წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგები შეახსენა ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრს, ირმა ინაშვილს.


"ქალბატონმა ირმამ თქვა, რომ 12-15 %-ია ჩვენი მხარდაჭერა და თურმე სოფლებში არ დავდივართ მაშინ, როცა რამდენიმე ასეული სოფელი ჩვენმა დეპუტატებმა მოიარეს უკანასკნელი 2-3 თვის განმავლობაში და ზუსტად ვიცით საზოგადოების განწყობები. გეტყვით მშრალი ფაქტებით, რადგან არგუმენტებში უკვე ვიკარგებით, ისეთ რაღაცებს ლაპარაკობთ. მშრალი ფაქტებით 2016 წლის შემდეგ რა ხდება: 2016 წლის 8 ოქტომბერი საპარლამენტო არჩევნები- ქართული ოცნება 48, 68 %; 2017 წლის 21 ოქტომბერი თვითმმართველობის არჩევნები- 55, 81%; 2019 წლის 19 მაისი, ისევ თვითმმართველობის შუალედური არჩევნები - 61 %. გუშინწინ, როდესაც აფენში ჩასული იყო ბოკერიას პარტიის მთლიანი შემადგენლობა, იქ მათ მიიღეს 14 % და ქართულმა ოცნებამ მიიღო 84 %", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, საარჩევნო შედეგები დამოკიდებულია სიმართლეზე, იმ სიმართლეზე, რომელიც მისივე თქმით, არ იძლევა ორგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.






ბეჭდვა