ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის შეფასებით, „ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ
ჩატარებული „კარდაკარის“ დაფინანსების საკითხი გაუმჭვირვალეა.
როგორც კაციტაძემ დღეს განაცხადა, „ამომრჩეველთა ლიგას“ „კარდაკარის“ ჩასატარებლად განსხვავებული მიზანი ჰქონდა.
მისი თქმით, „ამომრჩეველთა ლიგის“ ფუნქცია კომისიის კომპრომეტირება და საარჩევნო პერიოდისთვის გარკვეული აჟიტირებული ფონის შემზადება იყო.
„არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან ვალდებული იყვნენ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულები საზოგადოების წინაშე. „ამომრჩეველთა ლიგის“ პროექტი წარუმატებელია. მან ახალი პროექტის განსახორციელებლად კვლავ მიიღო დაფინანსება. ვფიქრობ, დამფინანსებელი ან აზრზე არ არის რას აფინანსებს ან იმდენად დიდი ფული აქვს, რომ ეს დაფინანსება მისთვის არაფერს წარმოადგენს“ - განაცახდა კაციტაძემ და დასძინა, რომ „ამომრჩეველთა ლიგისგან“ განსხვავებით, სიების დაზუსტების უზრუნველყონის კომისია ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად შეიქმნა.
