საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კახეთში ლევან ბეჟაშვილი დღეს სტიქიით დაზარალებულ სოფელ ჩუმლაყში ჩავიდა
და დაზარალებულ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.
როგორც ბეჟაშვილმა სოფელ ჩუმლაყში განაცხადა, მოსახლეობას ურიგდება სასურსათო დახმარების პაკტი, რომელიც ითვალისწინებს, ერთი ტომარა ფქვილს, 5 კგ. შაქარს და ზეთს.
„თუმცა, ეს სასურსათო პაკეტი არ იქნება ერთჯერადი სახის, რადგან მთავრობას აღნიშნული დახმარება რამდენიმე ეტაპად აქვს გათვალისწინებული“-განაცხადა ბეჟაშვილმა .
19 ივლისს და 20 აგვისტოს ძლიერმა წვიმამ, რასაც ქარიშხალი და სეტყვა ახლდა, საქართველოს რეგიონები დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი კახეთს, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მიადგა.
