ხვალ საქართველოს მთავრობა და ევროკავშირი საქართველოს პროფესიული განათლებისა და შრომითი ბაზრის განვითარების მხარდაჭერის ახალ პროგრამას წარადგენენ
 ხვალ საქართველოს მთავრობა და ევროკავშირი  საქართველოს პროფესიული განათლებისა და შრომითი ბაზრის განვითარების მხარდაჭერის  ახალ პროგრამას წარადგენენ
17:37 28.10.2019
2019 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ოფიციალურად გახსნიან "განათლება დასაქმებისთვის" (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი €48.85 მილიონ ევროს გამოჰყოფს დასაქმების, ცოდნა-უნარების განვითარებისა და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი გიორგი გახარია.

ღონისძიება გაიმართება სსიპ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში (მის.: თბილისი, გლდანი, მე-5 მკ/რ, ხიზანიშვილის ქუჩა (იხ. რუკა)
ღონისძიების დროს განცხადებებს გააკეთებენ:
ბ-ნი კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
მიხეილ ბატიაშვილი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ქ-ნი თამილა ბარკალაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ბ-ნი გიორგი ვაშაკიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.
ქ-ნი მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.
ქ-ნი თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
ოფიციალური განცხადებებისა და პანელური დისკუსიების გარდა ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება "განათლება დასაქმებისთვის" პროგრამის სხვადასხვა კომპონენტები; ასევე მოეწყობა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დასაქმების სერვისების ინტერაქტიული გამოფენა.

გახსნას საქართველოს მთავრობის, დოპლომატიური კორპუსების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა თუ ადგილობრივი პარტნიორების 150 წარმომადგენელი დაესწრება.
პროგრამა- "განათლება დასაქმებისთვის" - 13:30 საათზე გაიხსნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
თამარ კვარაცხელიას, 592887886,tamar.kvaratskhelia@landell-mills.com 
ქეთი კიკნაველიძე, 599040612, , ketevan.kiknavelidze@landell-mills.com


ბეჭდვა