ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ჰოლანდიის ქალაქ ამერსფურტში ევროპის ქრისტიანულ-პოლიტიკური მოძრაობის
მმართველი საბჭოს სხდომაში მონაწილეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი რუხაძემ ევროპელ ქრისტიან–დემოკრატების თავმჯდომარესთან პიტერ ვოსუსთან შეხვედრისას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, წინასაარჩევნო გარემოსა და ქდმ–ს წინასაარჩევნო კამპანიის დეტალებზე ისაუბრა.
პიტერ ვოსუმ საქართველოში არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარების იმედი გამოთქვა.
რუხაძე ჰოლანდიიდან გერმანიას ეწვევა, სადაც ის აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან–დემოკრატი ლიდერების შეკრებას დაესწრება, შემდეგ კი, აშშ-ს ქალაქ ტამპაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას.
