ვახტანგ გომელაური 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სპეცრაზმელზე: მას მთლიანი ოპერაცია არ შეუფასებია და არც აქვს უფლება შეაფასოს
ვახტანგ გომელაური 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სპეცრაზმელზე: მას მთლიანი ოპერაცია არ შეუფასებია და არც აქვს უფლება შეაფასოს
14:16 26.10.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სპეცრაზმელის საქმის სასამართლო განხილვის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. "სპეცრაზმელმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა - ვთქვათ, არასწორი მიმართულებით ისროლა. ის, რომ შტურმის საშიშროება არ იყო და ძალა არ იყო გამოსაყენებელი, ეს არ უთქვამს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
" სროლის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, კონკრეტულად, სადაც მან გაისროლა და რომელიმე მოქალაქე დააზიანა - ამაზე იყო საუბარი. მას მთლიანი ოპერაცია არ შეუფასებია და რიგით სპეცრაზმელს არც აქვს უფლება შეაფასოს", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ბეჭდვა