„ქართული დასი“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში დაასახელებს
„ქართული დასი“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში დაასახელებს
16:37 24.08.2012
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარტია „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“ პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა  და თბილისის მერის კანდიდატურებს ძირითად ოპოზიციურ ძალებთან შეათანხმებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ დღეს პარტიის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა.

„ოთხივე ძირითად პოსტზე ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატურები, თუმცა, გვინდა, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის ერთიანი შეთანხმებული პოზიცია იყოს“ - აღნიშნა ბაღათურიამ.

ბაღათურიას თქმით, პარტიის შიგნით უკვე შეთანხმებულია მაჟორიტარობის 37 კანდიდატი, რომლებსაც უახლოეს მომავალში წარადგენენ.

22 აგვისტოს „ქართულმა დასმა“ და პარტიამ „განახლებული საქართველოსთვის" საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ძალით გამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთეს. ცესკოს მიერ „განახლებული საქართველოსთვის“ რეგისტრაციიდან მოხსნის გამო, მისი წევრები არჩევნებში „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის“ სახელით იყრიან კენჭს.

ბეჭდვა