საარჩევო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, „პროგრეს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს
თვმჯდომარის კახა კალაძის განცხადებით, ბოლო კვირებში მასზე ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართული დევნა ხორციელდება.
ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც „პროგრეს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თვმჯდომარე ლორენცო ჩიპრიანი ესწრებოდა.
კალაძის თქმით, 20 აგვისტოს „პროგრეს ბანკის“ 2 თანამშრომელი - მოლარე და კრედიტოფიცერი დააკავეს.
„ერთ-ერთ დაკავებულს პროკურატურაში შანტაჟითა და დაშინებით აიძულებდნენ ეთქვა, რომ საბანკო ოპერაცია, კერძოდ კი, 80 ათასი ლარის ოდენობის კრედიტის გაცემა ჩემი პირადი დავალებით განახორციელა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ჩემს მიმართ განხორციელებული მიზანმიმართული პოლიტიკური დევნაა“- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მან ბიძინა ივანიშვილის მიმართ მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა, ეროვნული ბანკის ინსპექცია „პროგრეს ბანკში“ შევიდა და დღემდე არ გამოსულა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთშორისო სტანდარტების მიხედვით, ეროვნულ ბანკს შემოწმება მაქსიმუმ 3 თვეში უნდა დაესრულებინა, ამ დრომდე ახორციელებს კონტროლს, როგორც „პროგრეს ბანკის“ მეწილეებზე ისე ყველა საბანკო ოპერაციაზე.
როგორც ლორენცო ჩიპრიანიმ აღნშნა, ბანკის თანამშრომლების დაკავება უსამართლოდ მოხდა და ეს ფაქტი ნამდვილად კალაძეზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას უკავშირდება.
„პროგრეს ბანკში“ კახა კალაძე 70%-იან წილს ფლობს.
