ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თორნიკე გორდაძე დაინიშნა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თორნიკე გორდაძე დაინიშნა
15:18 24.08.2012
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თორნიკე გორდაძე დაინიშნა.

როგორც მთავრობის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს თორნიკე გორდაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებს წარუდგინა.

პრემიერმა ყოფილ მინისტრს გიორგი ბარამიძეს, რომელმაც დაკავებული თანამდებობა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თორნიკე გორდაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2010 წლის 25 ივნისიდან მუშაობდა და ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

ბეჭდვა