„მწვანეთა პარტია“ „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს
„მწვანეთა პარტია“ „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს
15:06 24.08.2012
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და არჩევნებში მხარს ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ  ოცნებას“ დაუჭერს.

ამის შესახებ დღეს მწვანეთა პარტიის გენერალურმა მდივანმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა,

„მწვანეების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებში არცერთი ამომრჩევლის ხმა არ უნდა დაიკარგოს.

გაჩეჩილაძემ „რეალურ ოპოზიციას“ მოუწოდა მიბაძონ „მწვანეთა პარტიას“ და ქვეყნის მომავლის სასარგებლოდ მისი მსგავსი გადაწყვეტილება მიიღონ.

„რაც უფრო ნაკლები პოლიტიკური ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მით მეტი გამარჯვების შანსი ექნება ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორს - კოალიცია „ქართულ ოცნებას“-განაცხადა მან.

„მწვანეთა პარტია“ მოქალაქეებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.


ბეჭდვა