„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ არჩევნებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე პრესკონფერენციას გამართავს
„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ არჩევნებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე პრესკონფერენციას გამართავს
11:57 24.08.2012
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ განცხადებას გააკეთებს.

როგორც „ნიუსპრესს“ „ღია დემოკრატიის კომიტეტიდან“ აცნობეს, ხარვეზებზე ექსპერტი არჩევნების საკითხებში ტერი ბენჰემი ისაუბრებს.

„ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაცია ერთიდაიგივე პრობლემაზე მიუთითებს. მათგან ყველაზე დიდი ორგანიზაციები უშუალოდ ამომრჩეველთა სიების სიზუსტეზე, არსებული პოლიტიკური ჯარიმების სიდიდესა და ე.წ კანონის შერჩევით გამოყენებაზე მიუთითებენ“ - განაცხადა ბენჰემმა პრესკონფერენციამდე.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ რამდენიმე საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა, რაზეც საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ითხოვს.

ბეჭდვა